daily microfoliant exfoliator

(30 მომხმარებლის მიმოხილვა)

Price range: 45,00 ₾ through 165,00 ₾

Dermalogica-ს ლეგენდარული ამქერცლავი ფხვნილი ყოველდღიური გამოყენებისთვის. ბრინჯზე დაფუძნებული ფორმულა წყალთან შეხებისას აქტიურდება და კანს ისე აპრიალებს, რომ ის უფრო გლუვი და ნათელი ხდება.

რეკომენდებულია, თუ გაწუხებს:

  • მოსაწყენი, უსიცოცხლო ფერი
  • არათანაბარი ტექსტურა
  • არათანაბარი ფერი და ლაქები
  • შავი წერტილები

კანის ტიპი: ყველა ტიპის კანი.

  • 4.8 ★ 4400+ შეფასება dermalogica.com-ზე
  • ჯილდო 2024 წლის საუკეთესო ამქერცლავი ფხვნილი ამერიკული სილამაზის ჟურნალის ვერსიით
  • ტოპ 100 ყველა დროის 100 საუკეთესო კანის მოვლის პროდუქტს შორის
აღწერა

daily microfoliant ის პროდუქტია, რომლითაც ბევრი Dermalogica-ს იცნობს. ბრინჯის ფხვნილი წყალთან შეხებისას აქტიურდება და ათავისუფლებს პაპაინს, სალიცილის მჟავას და ბრინჯის ქატოს, რომლებიც კანს ნაზად აპრიალებენ და კვდარ უჯრედებს აშორებენ.

ნათების კომპლექსი (ფიტინის მჟავა ბრინჯის ქატოდან, თეთრი ჩაი და ძირტკბილა) ფერს ათანაბრებს, ხოლო კოლოიდური შვრია და ალანტოინი კანს ამშვიდებს. ფორმულა იმდენად ნაზია, რომ ყოველდღე შეგიძლია გამოიყენო.

სარგებელი

  • ყოველდღიური ნაზი ექსფოლიაცია: კანი უფრო გლუვი და ნათელია
  • ასუფთავებს ფორებს და ამცირებს შავი წერტილების გამოჩენას
  • ათანაბრებს ფერს და ამცირებს ლაქების ხილვადობას
  • ამშვიდებს კანს კოლოიდური შვრიით და ალანტოინით

კლინიკური შედეგები

1-7 დღეკანი უფრო გლუვია და შავი წერტილები ნაკლებად ჩანს*
1-4 კვირაკანი უფრო ნათელია და ლაქები ნაკლებად შესამჩნევი*

როდის ნახავ შედეგს

  • პირველივე გამოყენებისას: კანი შეხებით უფრო გლუვი და რბილია.
  • 1-7 დღეში: ტექსტურა უმჯობესდება, შავი წერტილები ნაკლებად ჩანს*.
  • 1-4 კვირაში: ფერი ნათდება და ლაქები ნაკლებად შესამჩნევია*.

microfoliant თუ superfoliant?

microfoliant უფრო ნაზია და ყველა ტიპის კანს უხდება: საუკეთესოა ნათებისა და ფერის გათანაბრებისთვის. თუ კანი ცხიმიანი ან შერეულია და ფორები, ტექსტურა ან დაბერების პირველი ნიშნები გაწუხებს, სცადე უფრო აქტიური daily superfoliant.

რომელი ზომა ავირჩიო

13გ კარგია პირველი გაცნობისთვის და მოგზაურობისთვის. 74გ ყოველდღიური გამოყენებისთვისაა და გრამზე გაცილებით ხელსაყრელი ფასი აქვს.

არ ხარ დარწმუნებული, რა სჭირდება შენს კანს? გაიარე Face Mapping კანის ანალიზი და კანის თერაპევტი შენზე მორგებულ რუტინას შეგირჩევს.

*Dermalogica-ს კლინიკური შედეგები, ყოველდღიური გამოყენებისას.

დამატებითი ინფორმაცია
ზომა13g, 74g
გამოყენების წესი
  1. გაიწმინდე სახე.
  2. დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი ფხვნილი დაიყარე კარგად დასველებულ ხელისგულზე და ხელები ერთმანეთს გაუსვი, სანამ კრემისებრი პასტა არ წარმოიქმნება.
  3. წრიული მოძრაობებით დაიტანე სახესა და კისერზე, თვალის არეს აარიდე.
  4. ნაზად იმასაჟე ერთი წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანე.
  5. გამოიყენე დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს. თუ ექსფოლიაციას ახლა იწყებ ან კანი მგრძნობიარეა, დაიწყე დღეგამოშვებით და თანდათან გადადი ყოველდღიურ გამოყენებაზე.

მნიშვნელოვანია: დილით მის შემდეგ აუცილებლად წაისვი მზისგან დამცავი საშუალება, საღამოს კი ტონერი და დამატენიანებელი. ნუ გამოიყენებ მზით დამწვარ, გაღიზიანებულ, ახლახან ეპილირებულ ან პროცედურის შემდეგ კანზე, ასევე რეცეპტით გამოწერილი აკნეს საწინააღმდეგო ან A ვიტამინის წარმოებული საშუალებების გამოყენებისას.

სად ჯდება შენს რუტინაში

  1. გაწმენდა: precleanse და special cleansing gel
  2. ექსფოლიაცია: daily microfoliant
  3. ტონირება: multi-active toner
  4. დატენიანება: skin smoothing cream
  5. დაცვა: invisible physical defense SPF30
შემადგენლობა

ძირითადი ინგრედიენტები

  • პაპაინი: პაპაიას ფერმენტი, რომელიც კვდარ უჯრედებს შლის და კანს აგლუვებს.
  • სალიცილის მჟავა: ცხიმში ხსნადი ექსფოლიანტი, რომელიც ფორებს წმენდს და ტექსტურას აუმჯობესებს.
  • ბრინჯის ქატოს ექსტრაქტი: ანტიოქსიდანტებით მდიდარი, კანს კვებავს და გარემოს ზემოქმედებისგან იცავს.
  • თეთრი ჩაი და ძირტკბილა: ნათების კომპლექსის ნაწილი, ფერს ათანაბრებს.
  • კოლოიდური შვრია და ალანტოინი: ამშვიდებს და არბილებს კანს.

არ შეიცავს: ხელოვნურ სურნელს. მსუბუქი ბუნებრივი სურნელი გრეიფრუტის ქერქის ზეთიდან მოდის.

სრული შემადგენლობა

Microcrystalline Cellulose, Magnesium Oxide, Sodium Cocoyl Isethionate, Colloidal Oatmeal, Disodium Lauryl Sulfosuccinate, Sodium Lauroyl Glutamate, Oryza Sativa (Rice) Bran Extract, Oryza Sativa (Rice) Starch, Coconut Acid, Allantoin, Papain, Salicylic Acid, Ginkgo Biloba Leaf Extract, Camellia Sinensis Leaf Extract, Glycyrrhiza Glabra (Licorice) Root Extract, PCA, Populus Tremuloides Bark Extract, Cyclodextrin, Sodium Isethionate, Lauryl Methacrylate/Glycol Dimethacrylate Crosspolymer, Maltodextrin, 4-Terpineol, Citrus Paradisi (Grapefruit) Peel Oil, Sodium Dehydroacetate, Water/Aqua/Eau, Limonene, Citric Acid, Tocopherol.

ინგრედიენტების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს. ზუსტი ჩამონათვალისთვის იხილეთ პროდუქტის შეფუთვა.

შეფუთვა და გარემო

  • მასალები: ბოთლი, საცერი და თავსახური: პოლიპროპილენი. ტენის შთანთქმის პაკეტი: შერეული მასალა. კოლოფი: მუყაო.
  • რა გადამუშავდება: ბოთლი, საცერი და თავსახური სრულად გადამუშავებადია. კოლოფის ქაღალდი გადამუშავებადია და სერტიფიცირებული, პასუხისმგებლიანად მართული ტყეებიდანაა.
  • როგორ გადაამუშავო: ბოთლი მაქსიმალურად დააცარიელე, გახსენი საცერი და ამოიღე ტენის პაკეტი. საცერი და თავსახური დააბრუნე ბოთლზე და პლასტმასის ურნაში მოათავსე, კოლოფი კი ქაღალდის ურნაში.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი ტიპის კანისთვისაა daily microfoliant?

ყველა ტიპის კანისთვის. ყველაზე ხშირად მოსაწყენი ფერის, არათანაბარი ტექსტურისა და არათანაბარი ფერისთვის გამოიყენება.

როგორ გამოვიყენო?

ნახევარი ჩაის კოვზი ფხვნილი დაიყარე სველ ხელისგულზე, გაუსვი ხელები, სანამ პასტა წარმოიქმნება, წრიული მოძრაობებით იმასაჟე სახეზე დაახლოებით ერთი წუთი (თვალის არეს აარიდე) და კარგად ჩამოიბანე.

შეიძლება ყოველდღე გამოყენება?

კი, ფორმულა საკმარისად ნაზია ყოველდღიური გამოყენებისთვის. გაღიზიანების შემთხვევაში სიხშირე შეამცირე.

როდის ნახავ შედეგს?

კანი პირველივე გამოყენებისას უფრო გლუვია. კლინიკურად: 1-7 დღეში უმჯობესდება სიგლუვე და ნაკლებად ჩანს შავი წერტილები, 1-4 კვირაში კი კანი ნათდება და ლაქები ნაკლებად შესამჩნევია.

რა არის ძირითადი აქტიური ინგრედიენტები?

პაპაინი, სალიცილის მჟავა და ბრინჯის ფერმენტები კანის გასაპრიალებლად; ნათების კომპლექსი (ფიტინის მჟავა, თეთრი ჩაი, ძირტკბილა) ფერის გასათანაბრებლად; კოლოიდური შვრია და ალანტოინი დასამშვიდებლად.

ერგება ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანს?

კი, ხშირად იყენებენ ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის: ასუფთავებს ფორებს და აშორებს კვდარ უჯრედებს. თუ ფორები და ტექსტურა მთავარი პრობლემაა, შეხედე daily superfoliant-საც.

რით განსხვავდება daily superfoliant-ისგან?

microfoliant უფრო ნაზია, ყველა ტიპის კანს უხდება და ნათებაზეა ორიენტირებული. superfoliant უფრო აქტიურია, ნორმალური, შერეული და ცხიმიანი კანისთვისაა და დაბინძურებისგანაც იცავს.

როგორი ტექსტურა აქვს?

ბრინჯის ფხვნილია, რომელიც წყალთან შეხებისას კრემისებრ პასტად და ნაზ ქაფად იქცევა.

აქვს სურნელი?

Dermalogica-ს ფორმულები ხელოვნურ სურნელს არ შეიცავს. მცენარეული ექსტრაქტები და ეთერზეთები მსუბუქ ბუნებრივ სურნელს იძლევა.

შეიძლება რეტინოლთან ერთად გამოყენება?

რეცეპტით გამოწერილი აკნეს საწინააღმდეგო ან A ვიტამინის წარმოებული ექსფოლიანტების გამოყენებისას microfoliant არ არის რეკომენდებული. თუ კოსმეტიკურ რეტინოლს იყენებ, ჯერ კანის თერაპევტს გაესაუბრე.

რომელი ზომა ავირჩიო?

13გ პირველი გაცნობისთვის და მოგზაურობისთვისაა. 74გ ყოველდღიური გამოყენებისთვის გაცილებით ხელსაყრელია.

როგორ გადავამუშაო შეფუთვა?

ბოთლი და თავსახური პოლიპროპილენის პლასტმასია: ამოიღე ტენის პაკეტი და პლასტმასის ურნაში მოათავსე. კოლოფი ქაღალდის ურნაში გადააგდე.

4.8
30 reviews
27
2
0
0
1

30 მიმოხილვა: daily microfoliant exfoliatorშეფასებების ნაწილი შერჩეული და თარგმნილია dermalogica.com-ზე გამოქვეყნებული მომხმარებელთა შეფასებებიდან. ტექსტები ადაპტირებულია, ზოგი — შემოკლებული; თარიღები და რეიტინგები ორიგინალისაა.

ფილტრის მოხსნა
  1. Marissa –

    მართლა ძალიან კარგი პროდუქტია! ყოველ მეორე დღეს ვიყენებ და დაბანის მერე აშკარად ვამჩნევ, რომ კანი უფრო ნათელი მაქვს, პიგმენტური ლაქებიც საგრძნობლად მიღიავდება. 4 ვარსკვლავს მხოლოდ იმიტომ ვუწერ, რომ ჩამობანისთანავე სახეს მიშრობს და მიჭიმავს. თუმცა, როგორც კი კარგ დამატენიანებელს ვისვამ, მაშინვე რბილდება და კარგად ტენიანდება.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  2. Breana –

    უკვე 2 წელია Daily Microfoliant-ს ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მაკიაჟს კარგად აშორებს და დაბანის შემდეგ კანი სასიამოვნოდ რბილი და სუფთაა. საკმაოდ მგრძნობიარე კანი მაქვს, მაგრამ ამ საშუალებას არანაირი გაღიზიანება ან გამონაყარი არ გამოუწვევია. ძალიან კარგი, ნაზი პროდუქტია ყოველდღიური გამოყენებისთვის, თუნდაც მაშინ, როცა მაკიაჟი არ მისვია. ნამდვილად გირჩევთ.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  3. Jakera –

    ზოგადად მგრძნობიარე კანი მაქვს, ამიტომ ვყოყმანობდი, მეყიდა თუ არა. საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე სამოგზაურო ზომის გამოწერა და შედეგით გაოცებული ვარ! სტრუქტურა იდეალური აღმოჩნდა, საერთოდ არ არის უხეში და კანს არ ფხაჭნის. დაბანის შემდეგ სახე საოცრად სასიამოვნო და რბილი ხდება. უკვე თვეზე მეტია, რაც ვიყენებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კანის სტრუქტურა საგრძნობლად გამიუმჯობესა.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  4. Monique –

    ძალიან მომწონს, რამდენად მარტივი გამოსაყენებელია. რადგან ყოველდღიურად სრულ მაკიაჟს ვატარებ, დღის ბოლოს სახის კარგად გაწმენდაში მართლა მაგრად მეხმარება. დაბანის მერე კანი საოცრად რბილი და მანათობელია. შედეგი პირველივე გამოყენებისთანავე შევამჩნიე. ისე მომეწონა, რომ შვებულებაში წასაღებად მისი სამოგზაურო ზომაც ვიყიდე, რადგან მის გარეშე ყოფნა უკვე აღარ შემიძლია. ნამდვილად კარგი შენაძენია და ყველას გირჩევთ სცადოთ.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  5. Lucinda –

    კარგი პროდუქტია, უბრალოდ ჩემი მგრძნობიარე კანის გამო ყოველდღე არ ვრისკავ და კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე ვიყენებ კანის მკვდარი უჯრედებისგან გასაწმენდად. ჩემი რჩევა იქნება: ხელისგულზე ცოტა წყალი დაასხით და ფხვნილი კარგად აურიეთ, რომ რბილი მასა მიიღოთ. მერე ნაზად შეიზილეთ სახეზე. ამის მერე აუცილებლად ვიბან რბილი (უქაფო) დასაბანი გელით, რომ ნარჩენები კარგად ჩამოვიბანო და ბოლოს კრემით ვიტენიანებ. კანს ძალიან არბილებს, მაგრამ ფრთხილად იყავით: არ გირჩევთ სახის უხეშად გახეხვას, თორემ შეიძლება კანი გაგიწითლდეთ.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  6. Maddy –

    თითქმის 5 თვეა, რაც ამ პროდუქტს ვიყენებ და კანის სტრუქტურა საგრძნობლად გამიუმჯობესა. რადგან მგრძნობიარე კანი მაქვს, თავიდან მეშინოდა ზედმეტად უხეში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ კვირაში 2-3-ჯერ გამოყენება იდეალურია კანის გასაახლებლად.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  7. KeyB –

    შავგვრემანი ვარ, ოდნავ მგრძნობიარე და ცხიმიანი კანი მაქვს. გამოყენების პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ მესამე დღეს გამონაყარი გამიჩნდა, რომელიც მერე საკმაოდ მტკივნეული გახდა და მუქი ლაქებიც დამიტოვა!

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  8. Elizabeth –

    ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და კანს საოცრად ნაზად წმენდს. ჩემი კანი ადვილად წითლდება ხოლმე, მაგრამ ამას საერთოდ არ გაუღიზიანებია. ჩემი თინეიჯერი შვილიც იყენებს, რომელსაც პრობლემური და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანი აქვს.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  9. Yeliz –

    ზოგადად, ჩემი კანი მსგავსი გამწმენდების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ ეს პროდუქტი მართლა შესანიშნავი აღმოჩნდა. ძალიან ნაზია და სახეს ისე ასუფთავებს, რომ საერთოდ არ მიღიზიანებს. გამოყენების შემდეგ შედეგი ეგრევე ეტყობა, კანი ბევრად უფრო სუფთა, ნათელი და გლუვია.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  10. Stephanie –

    დიდი ხანია ვიყენებ და ერთადერთია, რომელიც ჩემს მგრძნობიარე კანს იდეალურად ერგება. კანის ფერსა და სტრუქტურაზე აშკარად ვხედავ განსხვავებას გამოყენების და არგამოყენების დროს.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  11. Karine –

    Dermalogica-ს პროდუქტებიდან ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რაც ვიყიდე და ზუსტად ამან შემაყვარა ეს ბრენდი. კვირაში 3-ჯერ ვიბან ხოლმე სახეს. ტექსტურა საოცრად სასიამოვნო აქვს, კანი კი ბევრად უფრო რბილი და ნათელი მიხდება.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  12. Anne –

    ჩემი საყვარელი დასაბანი საშუალებაა, განსაკუთრებით დამღლელი დღის შემდეგ. ძირითადად საღამოობით ვიყენებ, ძილის წინ ან შხაპის მიღებისას. დაბანის მერე კანი ძალიან სუფთა და რბილია. საერთოდ არ აშრობს და არ მიჭიმავს სახეს, სამაგიეროდ მთელი დღის მაკიაჟს და ჭუჭყს იდეალურად აშორებს. მართლა ძალიან კარგი გამწმენდია.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  13. Sunny –

    ძალიან ნაზად წმენდს და კანს ისეთ რბილს ტოვებს, სხვას ვეღარაფერს გამოიყენებ. ცოტა წყალი და ერთი მწიკვი ფხვნილი ხელისგულზე უნდა ააქაფოთ და ეგ არის. 4 წელია, დილა-საღამოს ამით ვიბან პირს.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  14. Mettedkny –

    ჩემთვის თითქმის იდეალური ყოველდღიური გამწმენდია. 55 წლის ვარ და ჩემს ასაკობრივ კანს რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან რბილს და გლუვს ტოვებს, თან ისე, რომ საერთოდ არ მიღიზიანებს სახეს. ერთადერთი, რაც ნაკლებად მომწონს, სურნელია, თუმცა დაახლოებით 5 წელია ვიყენებ და უკვე შევეჩვიე.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  15. Jennifer –

    კვირაში ხუთჯერ, ძილის წინ ვიყენებ. ჩემს კანს ძალიან უხდება, გამონაყარიც საგრძნობლად შემიმცირა და რაც მთავარია, სახეზე მშრალ ადგილებს საერთოდ არ მიშრობს. ძალიან მიხარია, რომ ეს საშუალება აღმოვაჩინე.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  16. Debra –

    მგრძნობიარე და ასაკობრივი კანისთვის უბრალოდ საუკეთესოა. კანს ისე კარგად ასუფთავებს და აგლუვებს, რომ საერთოდ არ მიღიზიანებს. ზოგადად, კანის მოვლაში მარტივ მიდგომას ვანიჭებ უპირატესობას და ბევრ პროდუქტს არ ვისვამ. ეს ერთი კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კანი სუფთად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  17. Julianne –

    ძალიან მომწონს ეს პროდუქტი. როზაცეა მაქვს და თავიდან მეშინოდა, ჩემი კანისთვის ზედმეტად უხეში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ რეალურად ძალიან ნაზია. უბრალოდ, ყოველდღე არ ვიყენებ, კვირაში 3-ჯერ ვიბან და ჩემს კანს ასე უფრო უხდება. გამოყენების მერე კანი საგრძნობლად გლუვია, აკნესგან დარჩენილი სიწითლეებიც შემიმცირდა და სახის ფერიც ბევრად უფრო ნათელი და ჯანსაღი გახდა. დასატესტად პატარა ზომა ვიყიდე, მაგრამ შემდეგზე აუცილებლად დიდს შევიძენ.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  18. Jill –

    ძალიან მიყვარს ეს Daily Microfoliant. კანს საოცრად რბილს, ნათელს და სუფთას მიტოვებს. მე პირადად ცოტა წყალს ვურევ, რომ შედარებით სქელი მასა მივიღო, ნესტიან კანზე ვისვამ და ასე ვიმასაჟებ სახეს. ცოტა დრო უნდა, რომ დაამუღამოთ, შენს კანს რა პროპორცია უფრო უხდება. ცხიმიანი კანი მაქვს და არანაირი გამონაყარი არ გამოუწვევია. უკვე მესამედ ვიყიდე. მართალია, იაფი არ არის, მაგრამ დიდხანს გყოფნით და ნამდვილად ღირს გადახდილ თანხად, კანს ძალიან ჯანსაღ ფერს აძლევს.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  19. Anna –

    რამდენიმე კვირაა ვტესტავ Dermalogica-ს ამ ფხვნილს და ძალიან მომეწონა. წყალთან ერთად სასიამოვნო ქაფს აკეთებს და სახეს ძალიან ნაზად ასუფთავებს. კარგად წმენდს კანს, თუმცა საერთოდ არ აღიზიანებს. დაბანის შემდეგ სახე რბილი და გლუვია. ისიც შევამჩნიე, რომ გამოყენების მერე ფორებიც შემიმცირდა და კანის ფერიც უფრო ერთგვაროვანი გამიხდა. ყოველდღიური მოვლისთვის ნამდვილად კარგია.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  20. Sharon –

    ვისვამ ყოველდღე, ზოგჯერ დილა-საღამოსაც. კანს ძალიან ნაზად მიწმენდს და საერთოდ არ მიღიზიანებს. ზოგადად ნორმალური კანი მაქვს, მაგრამ 40 წლის მერე სახის შუა ნაწილი უფრო მგრძნობიარე გამიხდა და ეს პროდუქტი ჩემს შეცვლილ კანსაც იდეალურად მოერგო. ერთხელ თანხის დაზოგვის მიზნით შევწყვიტე მისი გამოყენება, მაგრამ განსხვავება იმდენად შესამჩნევი იყო, რომ ისევ ამას დავუბრუნდი. მართლა ძალიან მაგარი პროდუქტია და ნამდვილად ამართლებს თავის ფასს!

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  21. Erin –

    პერიმენოპაუზის გამო კანის ფერი და სტრუქტურა სულ არეული მქონდა. ერთი კვირის გამოყენების შემდეგ კანი ახალივით მაქვს. ვიყენებ გამწმენდს, შემდეგ ამ ფხვნილს, პრობლემურ ზონებზე გვირილას და ბოლოს დამატენიანებელს. ძალიან მარტივი რუტინაა. 45 წლის ვარ და სიწითლის თუ არათანაბარი კანის გამო კომპლექსები რომ გეხსნება, ნამდვილად შეუფასებელი გრძნობაა.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  22. Ronnie –

    თავიდან ვფიქრობდი, მეყიდა თუ არა, მაგრამ ფასდაკლების ვაუჩერი მქონდა და პატარა ზომა ვცადე. 45 წლის ვარ, ცხიმიანი კანი მაქვს და ტრეტინოინს (0.1%) ვიყენებ. მართალია, ტრეტინოინმა გამონაყარი შემიმცირა და კანიც გამიუმჯობესა, მაგრამ ჩაკეტილი ფორების პრობლემა მაინც მქონდა. მანამდე სხვა თხევად ამქერცლავს ვისვამდი ხოლმე, თუმცა ამის გამოსაცდელად დროებით შევწყვიტე და ძველ პროდუქტს ნამდვილად აღარ დავუბრუნდები. პირველივე გამოყენებისთანავე კანი საგრძნობლად გამიგლუვდა, ორ დღეში კი ფორები თითქმის სრულად გამესუფთავა. ჯერჯერობით ყოველდღე ვიყენებ, კანი მშვენივრად იღებს და ველოდები, კიდევ რა შედეგს მომცემს.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  23. Alexis –

    საკმაოდ ცხიმიანი კანი მაქვს, რის გამოც ხშირად მიჩნდება ღრმა შავი წერტილები და მათი მოშორება სულ მიჭირდა. კოსმეტოლოგმა მირჩია ეს პროდუქტი ზუსტად ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მართლაც შესანიშნავად ამართლებს. გამოყენებისთანავე კანი ბევრად რბილი და დამშვიდებულია, დროთა განმავლობაში კი უფრო ნათელი და ჯანსაღი გახდა.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  24. Patricia –

    რამდენიმე წელია, აუტოიმუნური დაავადების გამო სახის საშინელი სიმშრალე მაწუხებს, მაგრამ ეს პროდუქტი ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა. პირველივე გამოყენებაზე დავინახე შედეგი და დროთა განმავლობაში კანი სულ უფრო უკეთეს მდგომარეობაშია.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  25. Olga –

    ძალიან მომწონს. იმდენად ნაზია, რომ ყოველდღიურად ვიყენებ და ყოველი დაბანის შემდეგ კანი შესამჩნევად გლუვი, ნათელი და ჯანსაღია. საერთოდ არ მიღიზიანებს და არც მიშრობს სახეს.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  26. Tara –

    42 წლის ვარ და მგრძნობიარე, კომბინირებული კანი მაქვს, ჩემს შვილს კი ცხიმიანი. მიუხედავად ამისა, ორივეს იდეალურად მოგვერგო. დაბანის მერე კანი ყოველთვის საოცრად რბილი და გლუვი გვაქვს. გაზაფხულზე და ზაფხულში ყოველდღე ვიყენებთ, ზამთრის სიმშრალეში კი რამდენიმე დღეში ერთხელ.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  27. Brittany –

    ზუსტად ისეთი სტრუქტურა აქვს, როგორიც ჩემს ძალიან მგრძნობიარე კანს სჭირდება.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  28. Cathy –

    ძალიან მგრძნობიარე და ცხიმიანი კანი მაქვს. ეს არის იმ იშვიათ პროდუქტებს შორის, რომელმაც რეალურად შეცვალა ჩემი კანის მდგომარეობა, ბევრად უფრო სუფთა მაქვს და გამონაყარიც შემიმცირდა.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  29. Hayley –

    ვისაც ჩემსავით ცხიმიანი და პრობლემური კანი გაქვთ, ეს პროდუქტი მართლა მაგრად დაგეხმარებათ.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

  30. Marina –

    სამოგზაურო ზომა უბრალოდ აუცილებელი ნივთია! ძალიან მსუბუქი შეფუთვა აქვს და ყველგან კომფორტულად მიმაქვს. ძალიან მომწონს, სახეს ასე ნაზად რომ ასუფთავებს. კანი ყოველდღე გლუვი, ნათელი და სუფთა მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო.

    თარგმნილია Dermalogica-ს ოფიციალური საიტიდან (dermalogica.com)

მიმოხილვის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *