
დაბრუნების პოლიტიკა
შპს „ესთეტიკის ცენტრი მმ“, პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას, მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი.
პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე +995 32 291 70 51 ან ელფოსტაზე info@dermalogica.ge და გვაცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ.
ჰიგიენური მოსაზრებით, დაბრუნებას ექვემდებარება გაუხსნელი, გამოუყენებელი პროდუქტი, დაუზიანებელი შეფუთვითა და ქარხნული ლუქით. ეს შეზღუდვა არ ეხება წუნდებულ ან არასწორად მიწოდებულ პროდუქტს.
თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა.
დაბრუნებული თანხა ირიცხება იმავე ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა, ბანკის მიერ დადგენილ ვადაში.