ბლოგი, კანის მოვლა, მზსგან დამცავი

ფიზიკური vs ქიმიური მზისგან დამცავი

 

კანის მოვლის სამყაროში, მზისგან დამცავის ზოგიერთი საკითხი შეიძლება დამაბნეველი იყოს. ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ გაარჩიო ფიზიკური და ქიმიური SPF, რათა შენი კანისთვის იდეალური დამცავის არჩევა შეძლო.

ამ სტატიაში წაიკითხავ:
• რა განსხვავებაა ფიზიკურ და ქიმიურ მზისგან დამცავებს შორის?
• რა სარგებელი აქვს თითოეულს?
• როგორ შეარჩიო შენი კანისთვის შესაფერისი დამცავი?

რატომ არის მზისგან დამცავი აუცილებელი?
სანამ დეტალებზე გადავალთ, დავიწყოთ საბაზისო ინფორმაციით:
SPF კანის მოვლის რუტინის აუცილებელი ნაწილია. ის გიცავს მავნე UV სხივებისგან, რომლებიც იწვევს ნაადრევ დაბერებას, პიგმენტურ ცვლილებებს, დამწვრობას და ზრდის კანის კიბოს რისკს.

ყველა ტიპის მზისგან დამცავის მიზანი ერთია — კანის დაცვა მზის ზემოქმედებისგან. მაგრამ თითოეულს განსხვავებული ფორმულა, მოქმედების მექანიზმი და უპირატესობები აქვს.

 

რა არის ფიზიკური მზისგან დამცავი?

ფიზიკურ SPF-ს ხშირად მინერალურ მზისგან დამცავსაც უწოდებენ. ის კანის ზედაპირზე ქმნის დამცავ ფარს და არეკლავს UV სხივებს. ზოგიერთი ფორმულა შესაძლოა მცირე თეთრ კვალს ტოვებდეს, თუმცა თანამედროვე ვარიანტები — მათ შორის Dermalogica-ს SPF-ები — ბევრად უფრო კომფორტულია და მარტივად ნაწილდება კანზე.

ფიზიკური SPF-ის უპირატესობები:
• ფართო სპექტრის დაცვა UVA და UVB სხივებისგან
• იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის — არ აღწევს ღრმად კანის შრეებში
• იცავს კანს მყისიერად, გამოყენებისთანავე — ლოდინი საჭირო არ არის

ჩვენი რჩეული ფიზიკური SPF-ები:
porescreen spf 40 — გლუვი, მატი ეფექტით და მსუბუქი დაფერვით, აბუნდოვანებს და ამცირებს ფორების ხილვადობას.
skinperfect primer spf 30 — პრაიმერის ფუნქცია და მზისგან დაცვა ერთ ფორმულაში
invisible physical defence spf 30 — უხილავი დამცავი გლუვი ეფექტით, დამცავისთვის დამახასიათებელი თეთრი ფენის დატოვების გარეშე

დამცავის ტიპის გასაგებად, ეტიკეტზე მოძებნე სიტყვები “mineral” ან “physical” და ინგრედიენტები, როგორიცაა Zinc Oxide და Titanium Dioxide.

რა არის ქიმიური მზისგან დამცავი?
ქიმიური SPF კანში შეიწოვება და მავნე UV სხივებს სითბოდ გარდაქმნის. მსუბუქი ტექსტურით და მარტივი გაშლით გამოირჩევა, რის გამოც ძალიან პოპულარულია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ქიმიური SPF-ის უპირატესობები:
• UVA და UVB სხივებისგან სრული დაცვა
• მსუბუქი, თითქმის შეუმჩნეველი ტექსტურა
• იდეალურია ნებისმიერი ტიპისა და ტონის კანისთვის

ჩვენი რჩეული ქიმიური SPF-ები:
dynamic skin recovery spf 50 — დამატენიანებელი, რომელიც ერთდროულად ანახლებს და იცავს კანს
prisma protect spf 30 — დატენიანება + ბუნებრივი ბზინვარება ჯანმრთელი იერისთვის

რომელი უნდა ავირჩიო?
გადაწყვეტილება სრულად დამოკიდებულია შენს პირად საჭიროებებსა და უპირატესობებზე. გირჩევნია ფიზიკური დამცავის დამცავი ფარი თუ ქიმიური ფორმულის მსუბუქი ეფექტი — არჩევანი შენზეა. მთავარია, გამოიყენო SPF საკმარისი რაოდენობით, განაახლო ყოველ 2 საათში ერთხელ, განსაკუთრებით ცურვის და ოფლიანობის შემდეგ და არ გამოტოვო ღრუბლიან დღეებშც კი!

Მზისგან დამცავის ყოველდღიური რუტინის ნაწილად ქცევით, იცავ შენს კანს ნაადრევი დაბერებისა და მზისგან შესაძლო დაზიანებისგან.

გადახედე ჩვენი SPF დამატენიანებლებისა და მზისგან დამცავების ფართო არჩევანს — ან გაესაუბრე ჩვენს დერმატოლოგს ინდივიდუალური რეკომენდაციისთვის.

გაქვს კიდევ კითხვები SPF-ზე?
წაიკითხე ჩვენი სხვა ბლოგები თემებზე: Broad spectrum SPF და რას უნდა იცნობდე SPF-ის შესახებ.