
შენს კანს მაგნიტური მუხტი აქვს — და ეს ძალიან მნიშვნელოვანია

გაიგე, როგორ მოქმედებს კანის ბუნებრივი მუხტი შენი რუტინის ეფექტურობაზე — და როგორ შეგიძლია გამოიყენო ეს შენი კანის სასარგებლოდ.
საკვანძო მიგნებები:
კანის ბუნებრივი უარყოფითი მუხტი გავლენას ახდენს პროდუქტების კანში შეწოვასა და მათი მოქმედების ეფექტურობაზე.
დადებითად დამუხტული ინგრედიენტები მოქმედებენ როგორც მაგნიტი, რომელიც აძლიერებს დატენიანებას და ეფექტურობას.
Magnetic[+] Afterglow Cleanser სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ კანის მუხტთან სინერგიულად იმუშაოს, დატოვოს კანი სუფთა, დატენიანებული და მომდევნო საფეხურებისთვის უკეთესად მომზადებული.
კანის მაგნიტური მუხტის მეცნიერება
შენი კანის ზედაპირს ბუნებრივად აქვს უარყოფითი მუხტი. ეს მუხტი მას მავნე ნაწილაკების შეკავებასა და განდევნაში ეხმარება, თუმცა შეიძლება სირთულეებიც გამოიწვიოს — რადგან ბევრი აქტიური ინგრედიენტი ნეიტრალური ან უარყოფითად დამუხტულია, მათ უჭირთ კანთან ურთიერთქმედება და შესაბამისად, სრულ ეფექტს ვერ ავლენენ.
თუმცა, თუ პროდუქტი შეიცავს დადებითად დამუხტულ ინგრედიენტებს, ისინი ბუნებრივად მიიზიდებიან კანისკენ ელექტროსტატიკური ძალით — როგორც მაგნიტის შემთხვევაში: ერთმანეთის საპირისპირო მუხტები ერთმანეთისკენ მიიზიდებიან.
ეს მიზიდვის და “მიკვრის” ეფექტი ეხმარება ინგრედიენტებს, უფრო დიდხანს დარჩნენ კანზე და ღრმა, ხანგრძლივი მოქმედება მოახდინონ.
რატომ უნდა გამოიყენო მაგნიტური გამწმენდი?
აქტიური ინგრედიენტების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ურთიერთქმედებენ ისინი კანთან. თუ ეს კავშირი სუსტია, ინგრედიენტები შეიძლება ადვილად ჩამოიბანოს ან აორთქლდეს — რის გამოც სრულ შედეგს ვერ მივიღებთ.
Magnetic[+] Afterglow Cleanser შეიცავს დადებითად დამუხტულ ჰიალურონის მჟავას, რომელიც მოქმედებს როგორც მაგნიტი — ატენიანებს და ამზადებს კანს მოვლის რუტინის მომდევნო საფეხურებისთვის. ის კანს განახლებულს, დატენიანებულს და ღრმად გაწმენდილს ტოვებს.
რჩევები დერმატოლოგებისგან: როგორ მიიღო მაქსიმალური ეფექტი?
პირველ რიგში, დაიბანე ხელები — ბაქტერიების თავიდან ასაცილებლად.
გამოიყენე ორ საფეხურიანი დაბანის ტექნიკა:
PreCleanse — ზედაპირული მინარევების და ნაწილაკების მოსაცილებლად
Magnetic[+] Afterglow Cleanser — კანის ღრმად გასაწმენდად
გამოიყენე თბილი (არა ცხელი) წყალი ფორების გასახსნელად
წრიული, ნაზი მოძრაობით დაიმასაჟე კანი გამწმენდით
ჩამოიბანე 30 წამის განმავლობაში — არ იჩქარო, საფუძვლიანი ჩამობანა სახის, ყელისა და დეკოლტეს სრულყოფილ გაწმენდას უზრუნველყოფს
გაიმშრალე სახე სუფთა, რბილი პირსახოცით
გამოიყენე კანის ბუნებრივი მუხტი შენი კანის მოვლის რუტინის გასაუმჯობესებლად
სწორი ტექნიკით და დადებითად დამუხტული ინგრედიენტებით, შეგიძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესო რუტინის ეფექტურობა და შენს კანს მეტი დატენიანება, დაცვა და ბრწყინვალება მიანიჭო.