ბლოგი, დასაბანი საშუალება, კანის მოვლა

როგორ შევარჩიოთ სწორი გამწმენდი კანის ტიპის მიხედვით?

შენი კანის ტიპის გაცნობა

სწორი გამწმენდის შერჩევა კანის საჭიროებების გააზრებით იწყება. კანის ტიპის დასადგენად, გაითვალისწინე სიმშრალე ან გაუწყლოება, ცხიმის გამომუშავება, ასევე მზის ზემოქმედებისა და გარემოს დაბინძურების დონე.

მაგალითად, ჭარბი ცხიმიანობა ხშირად იწვევს ფორების დახშობას და აკნეს წარმოქმნას; მშრალი კანი შესაძლოა დაჭიმული და გაუწყლოებული იყოს; მგრძნობიარე კანი მარტივად წითლდება და ღიზიანდება, ხოლო დაღლილ კანს ხშირად მოყვითალო, უსიცოცხლო ტონი აქვს.

dermalogica-ს ორმაგი წმენდა

ნებისმიერი ტიპის კანისთვის, იდეალური რუტინის დასაწყისია ორმაგი წმენდა. ის ორი ეტაპისგან შედგება: პირველ ეტაპზე გამოიყენება ზეთოვანი გამწმენდი მაკიაჟის, SPF-ისა და ცხიმოვანი მოლეკულების მოსაშორებლად, ხოლო მეორე ეტაპზე — წყალზე დაფუძნებული გამწმენდი, ფორებში დარჩენილი ყველა მინარევის სიღრმისეულად მოსაშორებლად.

ორმაგი წმენდის სარგებელი:

.ღრმა, ნაზი და ეფექტური წმენდა
.კანის მომზადება ინგრედიენტების უკეთ შესათვისებლად
.ფორების გაწმენდა და ანთებების რისკის შემცირება
.უფრო ნათელი, ბზინვარე კანი

 

ზეთოვანი გამწმენდები: PreCleanse და Micellar Prebiotic PreCleanse

Precleanse 5.0

PreCleanse — ჩვენი ჯილდოს მფლობელი ზეთოვანი გამწმენდი შესანიშნავია მათთვის, ვინც იყენებს მძიმე მაკიაჟს ან SPF-ს. ის ფორების დახშობის გარეშე აშორებს ცხიმს, მაკიაჟს, მზისგან დამცავსა და ჭუჭყს.

   .ფორების დახშობის გარეშე აშორებს ცხიმს
   .კვებავს კანს ცხიმოვანი მჟავებით
   .ამზადებს კანს შემდეგი გამწმენდის ეფექტური მოქმედებისთვის

   .იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის

 

Micellar Prebiotic

Micellar Prebiotic Precleanse – რძისებრი ტექსტურის მიცელარული ფორმულა შვრიის რძით – ეფექტურად აშორებს მაკიაჟს, ცხიმს და ჭუჭყს, ამავდროულად აბალანსებს მიკრობიომს პრობიოტიკებით.

  • ნაზი მიცელები იზიდავენ და ადნობენ მაკიაჟს და მინარევებს
  • პრებიოტიკებით აღადგენს მიკრობიომის ბალანსს
  • ამზადებს კანს წმენდის მეორე ეტაპისთვის
  • იდეალურია მშრალი/ჩამქრალი კანისთვის

გამწმენდის შერჩევა კანის ტიპის მიხედვით

ყველა ტიპის კანისთვის:

 

Special Cleansing Gel 8.4

 

Special Cleansing Gel – ქაფიანი გამწმენდი გელი საპნის გარეშე, რომელიც იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის, ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის ჩათვლით. ნაზად აშორებს მინარევებს კანის გამოშრობის გარეშე და ტოვებს სისუფთავის და სირბილის შეგრძნებას.

  • ასუფთავებს კანს ბალანსის დარღვევის გარეშე
  • დამამშვიდებელი კომპონენტები ამშვიდებენ და არბილებენ კანს
  • სრულად აშორებს მინარევებს კანის ბუნებრივი ტენიანობის დარღვევის გარეშე

გაუწყლოებული კანისთვის და ბზინვარების გასაძლიერებლად

Magnetic[+] Afterglow Cleanser – კრემოვანი გამწმენდი უჯრედული HydraBond ტექნოლოგიით, რომელიც ყველა ტიპის კანისთვის იდეალურია — განსაკუთრებით კი, მშრალი და ნორმალური კანისთვის. ფიტო მუცინის და ლოტოსის ფესვის ექსტრაქტის კომბინაცია 10% გლიცერინით, მოქმედებს როგორც მაგნიტი, იზიდავს ტენიანობას და აუმჯობესებს კანის მოვლის მთლიანი რუტინის ეფეტურობას.

  • სასიამოვნო გაწმენდა ტოვებს ხანგრძლივ ბზინვარებას
  • ანიჭებს კანს ღრმა დატენიანებას და აწვდის მკვებავ კომპონენტებს
  • ყოველდღიურად ანახლებს და აცოცხლებს კანს

 

მგრძნობიარე კანისთვის

Ultracalming Cleanser 8.4

UltraCalming Cleanser – ნაზი გამწმენდი სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის. ამშვიდებს კანს და ამცირებს გაღიზიანებას, თან ნაზად აშორებს მინარევებს. აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს გაღიზიანების გარეშე და ძალიან მარტივად ჩამოიბანება ან იწმინდება ხელსახოცით.

  • ამშვიდებს სიწითლეს და დისკომფორტს
  • მარტივად ჩამოიბანება ან იწმინდება ხელსახოცით
  • დელიკატურად აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს

 

მშრალი კანისთვის

Intensive Moisture Cleanser

Intensive Moisture Cleanser – ეს მსუბუქი კრემოვანი გამწმენდი იდეალურია მშრალი და გაუწყლოებული კანისთვის. ასუფთავებს და აქტიურად კვებავს გამოფიტულ კანს, ხელს უწყობს ტენიანობის ბალანსის აღდგენას და ტოვებს რბილ და ელასტიურ შეგრძნებას.

  • იცავს კანს სიმშრალისგან
  • გაწმენდის შემდეგ ტოვებს გლუვ შეგრძნებას
  • მარტივად ჩამოიბანება და ტოვებს კანს უფრო სუფთას, რბილს და ნათელს

მქრთალი და არათანაბარი კანისთვის

Skin Resurfacing Cleanser – ორმაგი მოქმედების ამქერცლავი გამწმენდი რძემჟავით, რომელიც აუმჯობესებს კანის ტექსტურასაც. 2-1-ში გამწმენდი და ექსფოლიანტი აშორებს მკვდარ უჯრედებს და აჩქარებს უჯრედულ განახლებას, უკეთესი ტექსტურის მისაღებად.

  • 2-1-ში გამწმენდი და ექსფოლიანტი
  • ანახლებს ტექსტურას და კანზე ტოვებს გლუვ შეგრძნებას
  • ხელს უწყობს უჯრედულ განახლებას, ატენიანებს და აცოცხლებს კანს

Daily Glycolic Cleanser 2.5 oz

Daily Glycolic Cleanser – გამწმენდი, რომელიც ანათებს, აღიავებს და ასუფთავებს კანს, აშორებს მინარევებს და აუმჯობესებს კანის ტონს. გლიკოლის მჟავა აშორებს მკვდარ უჯრედებს და უბრუნებს კანს ჯანსაღ ბზინვარებას.

  • ასუფთავებს და აშორებს კანში დაგროვილ მინარევებს
  • ათანაბრებს, აღიავებს და ანათებს კანის ტონს
  • კვებავს და აღადგენს კანს

აკნესკენ მიდრეკილი და ცხიმიანი კანისთვის

clearing skin wash bottle

 

Clearing Skin Wash – ქაფიანი გამწმენდი, რომელიც ამცირებს ცხიმიანობას და აშორებს დაბერების ხილულ ნიშნებს. სალიცილის და რძის მჟავები ასტიმულირებენ ექსფოლიაციას, ასუფთავებენ ფორებს და აცოცხლებენ ჩამქრალ კანს.

  • აშორებს ზედმეტ ცხიმს კანის გამოშრობის გარეშე
  • ხელს უშლის გამონაყარის განვითარებას
  • დამამშვიდებელი მცენარეული კომპონენტები ამცირებს გაღიზიანებას

 

და ბოლოს: მნიშვნელოვანია სწორი გაწმენდაც. კანის სწორად გასაწმენდად, მიჰყევი პროდუქტის ინსტრუქციებს, გამოიყენე ნაზი, წრიული მოძრაობით და მოარიდე თვალის ირგვლივ ზონას.

ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული რომელი გამწმენდი შეეფერება შენს კანს?
დაგვიკავშირდი პირდაპირ ჩათში ან ინდივიდუალური ანალიზისთვის სცადე Face Mapping ტექნოლოგია.