
როგორ გავიგო, რა ტიპის აკნე მაქვს?

გამოყარიდან დაწყებული, შავი წერტილებით დამთავრებული, აკნე მხოლოდ ერთი ტიპის არ არის — არც მისი მკურნალობაა ერთნაირი. გაიგე, როგორ ამოიცნო და როგორ მიუდგე ამ პრობლემას სწორად.
სწორი მოვლა მოგაშორებს და თავიდან აგარიდებს როგორც აკნეს, ასევე ლაქებსა და კანის დაზიანებას.
საკვანძო მიგნებები:
• აკნეს მრავალი ფორმა აქვს. იმის ცოდნა, თუ რომელი ტიპის გამონაყარი გაქვს, დაგეხმარება, სწრაფად გაისუფთავო კანი და მისი დაზიანების რისკიც შეამცირო.
• თუ სიწითლეს ამჩნევ, ეს ანთების მანიშნებელია, ან შესაძლოა, ინფექციის ნიშანიც იყოს. პროფილაქტიკისთვის გირჩევ, დერმატოლოგს მიმართო, რათა თავიდან აირიდო ნაწიბურების გაჩენა ან ბაქტერიების გავრცელება.
თუ გამონაყარი გაქვს, იმის ცოდნა, თუ რა ტიპისაა ის, დაგეხმარება სწორად შეარჩიო პროდუქტი ან პროცედურა და უფრო სწრაფად მოიშორო გამონაყარი ისე, რომ კანის ბარიერი და ჯანმრთელობა არ დააზიანო. ქვემოთ გაგაცნობ შენთვის გამოსადეგ გზამკვლევს აკნეს გავრცელებული ტიპების შესახებ — და როგორ მიუდგე მათ:
შავი წერტილები (Blackheads)
გარეგნული მახასიათებლები: მუქი, მცირე ზომის წერტილები, უფრო ხშირად T-ზონაზე
როგორ მოვუაროთ: გამოიყენე ნიღაბი, სკრაბი ან ექსფოლიანტი ინგრედიენტებით, როგორიცაა კაოლინის თიხა, გოგირდი და აქტივირებული ნახშირი. ან ჩაიტარე კანის პროფესიონალური წმენდა.
თეთრი წერტილები (Whiteheads)
გარეგნული მახასიათებლები: პატარა, თეთრი/მოყვითალო ბურთულები სიწითლის გარეშე
როგორ მოვუაროთ: გამოიყენე სკრაბი ან ექსფოლიანტი ინგრედიენტებით, როგორიცაა სალიცილის მჟავა, ჩაის ხის ზეთი და ნიაცინამიდი. ან მიმართე კანის პროფესიონალურ წმენდას.
მილია (Milia)
გარეგნული მახასიათებლები: მყარი, პატარა, თეთრი ბურთულები — ხშირად გვეშლება თეთრ წერტილებში.
როგორ მოვუაროთ: გამოიყენე ექსფოლიანტი სალიცილის მჟავით. ან მიმართე დერმატოლოგს პროფესიონალურად და უსაფრთხოდ მოცილებისთვის.
პაპულები (Papules)
გარეგნული მახასიათებლები: ვარდისფერი ან წითელი, ჩირქის ან ხილული ღიობის გარეშე — თითქოს “ჯერ მზად არ არის”
როგორ მოვუაროთ: გამოიყენე აკნეს წერტილოვანი ბუსტერი ან შრატი ინგრედიენტებით, როგორიცაა სალიცილის მჟავა, ჩაის ხის ზეთი და თიმოლი ტერპინეოლით. ან მიმართე დერმატოლოგს სწრაფი შედეგისთვის.
პუსტულები (Pustules)
გარეგნული მახასიათებლები: ვარდისფერი ან წითელი გამონაყარი, ჩირქით შეშუპებული და თეთრი/მოყვითალო თავით. შესაძლოა, შეგვეშალოს თეთრ წერტილებში.
როგორ მოვუაროთ: აქ იგივე რეკომენდაცია მაქვს, რაც პაპულებისთვის. მეტი ინფორმაციისთვის დერმატოლოგს მიმართე.
ნოდულები (Nodules)
გარეგნული მახასიათებლები: ამობურცული, შეშუპებული წითელი არეები, რომლებიც პაპულებისა და პუსტულების ჯგუფებს შეიცავს
როგორ მოვუაროთ: ამ შემთხვევაში გირჩევ, საუკეთესო შედეგისთვის, დერმატოლოგს მიმართო
ცისტები (Cysts)
გარეგნული მახასიათებლები: დიდი, გავრცელებული ამობურცულობები ან არეები, სადაც არ არის ხილული ჩირქი. ხშირად ერთეულია (და არა ჯგუფური)
როგორ მოვუაროთ: აუცილებლად მიმართე პროფესიონალ დერმატოლოგს საუკეთესო შედეგისთვის
ზოგადად, შავი წერტილები, თეთრი წერტილები, პაპულები და პუსტულები უმეტესად ადვილად კონტროლდება და გვარდება კანის მოვლის სწორი რუტინითა და ცხოვრების წესის კორექტირებით.
თუ პროფესიონალის დახმარება გჭირდება, მოგვწერე და მიმართე dermalogica-ს კოსმეტოლოგს უფასო კონსულტაციისთვის.
თუ შენი აკნე ანთებითია (ანუ წითელი და მტკივნეული), შეიძლება საჭირო იყოს ექიმი-დერმატოლოგის კონსულტაციაც.
პრობლემური და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, dermalogica-ს სპეციალურად აქვს შექმნილი Clear Start კოლექცია — სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული პროდუქტებით და მიზანმიმართული მოქმედებით, ის ეხმარება ახალგაზრდა და პრობლემურ კანს, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.