ჩვენი ბლოგი
როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავი კანის ტიპის მიხედვით?
ალბათ გქონია შემთხვევა, როცა სხვისგან რეკომენდებულმა თავის მოვლის საშუალებამ შედეგი ვერ მოგიტანა. მიზეზი მარტივია: უნივერსალური პროდუქტი არ არსებობს. ის, რაც იდეალურია მშრალი კანისთვის, შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს ცხიმიანისთვის.
კარგი მზისგან დამცავი სამ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: უზრუნველყოფდეს ფართო სპექტრის დაცვას UVA და UVB სხივებისგან, ჰქონდეს მინიმუმ SPF 30 და იყოს შესაბამისი შენი კანის ტიპთან.
ჩვენს ბლოგში დეტალურად გაიგებ, როგორ შეარჩიო მზისგან დამცავი სწორად, შენი კანის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
ცხიმიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანი
ცხიმიანს კანს სჭირდება არაკომედოგენური დამცავი, რომელიც არ ახშობს ფორებს. Clearing Defense SPF30 მსუბუქი ტექსტურის ფლუიდია, რომელიც კანს მზისგან იცავს და არ ტოვებს პრიალა კვალს. ფორების ხილვადობის შესამცირებლად Porescreen Mineral Sunscreen SPF40 საუკეთესო არჩევანია.
მშრალი კანი
მშრალ კანს დაცვასთან ერთად სიღრმისეული კვება და დატენიანება სჭირდება. Dynamic Skin Recovery SPF50 ამ ორ თვისებას ერთ პროდუქტში აერთიანებს: ინტენსიურად კვებავს კანს, უზრუნველყოფს უმაღლეს დაცვას და დამატებით, ებრძვის წვრილ ხაზებსა თუ ასაკობრივ ცვლილებებს.
მგრძნობიარე კანი
თუ მგრძნობიარე კანი გაქვს, მინერალური (ფიზიკური) ფილტრი ყველაზე ოპტიმალური არჩევანია, რადგან იგი მზის სხივებს უშუალოდ კანის ზედაპირზევე ირეკლავს და კანს გაღიზიანებისგან იცავს. Invisible Physical Defense SPF30 სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. მისი ტექსტურა შეუმჩნევლად ნაწილდება კანზე და არ ტოვებს თეთრ კვალს.
პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანი
ულტრაიისფერი სხივები პიგმენტური ლაქების მთავარი გამომწვევი მიზეზია. ამიტომაც, პიგმენტაციისკენ მიდრეკილ კანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. PowerBright Moisturizer SPF50 ორმაგი მოქმედების ფორმულაა: გიცავს მზისგან და ხელს უწობს კანის ტონის გათანაბრებას.
უსიცოცხლო, გამოფიტული კანი
დაღლილი კანის მოვლისას, მზისგან დაცვასთან ერთად, ჯანსაღი იერის დაბრუნებაც მნიშვნელოვანია. ფართო სპექტრის დაცვის Prisma Protect SPF30 სინათლეზე აქტიურდება და უბრუნებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას.
ასევე, გაითვალისწინე, რომ ღია ცის ქვეშ ვარჯიშისას ჩვეულებრივი მზისგან დამცავი ოფლთან ერთად მარტივად სცილდება კანს. Protection 50 Sport SPF50 წყალგამძლე მზისგან დამცავია, რომელიც სპეციალურად ხანგრძლივი გარე აქტივობებისთვის შეიქმნა. პროდუქტი, ასევე, იდეალურია ზღვაზე ან აუზზე გამოსაყენებლად.
გახსოვდეს, SPF-ის ქვეშ C ვიტამინის დატანა შენს კანს ჯანსაღ ბზინვარებას შესძენს. ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთის ეფექტურობას აძლიერებს და კანს გაორმაგებულ ფარს უქმნის.
როგორ გამოვიყენო მზისგან დამცავი სწორად?
სახესა და კისერზე მზისგან მაქსიმალური დაცვისთვის, დაიტანე პროდუქტი ორი თითის სრულ სიგრძეზე (დაახლოებით 1/4 ჩაის კოვზი), კანის მოვლის რუტინის ბოლო ეტაპზე, მაკიაჟამდე, ხოლო ეფექტურობის შესანარჩუნებლად, ფენა ყოველ 2 საათში ერთხელ, ან ცურვისა და ოფლიანობისთანავე განაახლეთ.
მზისგან დამცავის ტიპებს უკვე გაეცანი. ახლა შეგიძლია შეარჩიო შესაბამისი პროდუქტი ჩვენს ვებსაიტზე.