powerbright moisturizer spf50
180,00 ₾
დღის დამატენიანებელი კრემი მზისგან დაცვის ფაქტორით 50, რომელიც კანს ლაქებისგან იცავს. ატენიანებს, ათანაბრებს ფერს, იცავს დაბინძურებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან და ხელს უშლის ახალი ლაქების გაჩენას.
რეკომენდებულია, თუ გაწუხებს:
- პიგმენტური ლაქები
- არათანაბარი ფერი
- სიმშრალე და დეჰიდრატაცია
- წვრილი ხაზები და ნაოჭები
კანის ტიპი: ყველა ტიპის კანი.
- 50 მზისგან დაცვის ფაქტორი, ფართო სპექტრი
- 2 ში 1 დამატენიანებელი და მზისგან დამცავი
- 4.6 ★ 370+ შეფასება dermalogica.com-ზე
ლაქებთან ბრძოლაში მზისგან დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია: ერთი დაუცველი დღეც კი ლაქებს ისევ ამუქებს. powerbright moisturizer დაცვას და დატენიანებას ერთ ნაბიჯში აერთიანებს.
ნიაცინამიდი ათანაბრებს ფერს და ამცირებს არათანაბარ პიგმენტაციას, ყავისფერი წყალმცენარე იცავს დაბინძურებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან. ჰიალურონის მჟავა მცენარეულ პოლისაქარიდთან ერთად აძლიერებს ტენის ბარიერს და ამცირებს წვრილ ხაზებს, ასპურას ზეთი ატენიანებს, ხოლო ძირტკბილა და ბისაბოლოლი ამშვიდებს კანს.
სარგებელი
- იცავს კანს ახალი ლაქების გაჩენისგან
- ათანაბრებს ფერს და ამცირებს არათანაბარ პიგმენტაციას
- იცავს დაბინძურებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან
- აძლიერებს ტენის ბარიერს და ამცირებს წვრილ ხაზებს
- ამშვიდებს და ატენიანებს კანს
Powerbright ხაზი: რა რისთვისაა
- powerbright dark spot serum: ძირითადი შრატი: აქრობს არსებულ ლაქებს და ხელს უშლის ახლის გაჩენას. ყოველ დილით.
- powerbright moisturizer: დღის კრემი დაცვის ფაქტორით 50, რომ ლაქები მზეზე არ გამუქდეს.
- powerbright overnight cream: ღამის ნოყიერი კრემი, ლაქებზე ძილის დროს მოქმედებს.
- powerbright dark spot peel: სახლის პილინგი სწრაფი შედეგისთვის: პირველ დღეებში ყოველდღე, შემდეგ კვირაში 2 ან 3-ჯერ.
როდის ნახავ შედეგს
- წასმისთანავე: კანი დატენიანებული და დაცულია.
- ყოველდღიური გამოყენებით: ფერი თანაბრდება, ხოლო powerbright dark spot serum-ის შედეგი უკეთ ნარჩუნდება.
არ ხარ დარწმუნებული, რა სჭირდება შენს კანს? გაიარე Face Mapping კანის ანალიზი და კანის თერაპევტი შენზე მორგებულ რუტინას შეგირჩევს.
| ზომა | 50ml |
|---|
- დილით, გაწმენდის, ტონირებისა და შრატის შემდეგ, წაისვი სახესა და კისერზე, თვალის არეს აარიდე.
- სასურველია, მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე წაისვა.
- საუკეთესო შედეგისთვის წაისვი powerbright dark spot serum-ის შემდეგ.
- მზეზე ხანგრძლივი ყოფნისას დღის განმავლობაში თავიდან წაისვი.
სად ჯდება შენს რუტინაში
- გაწმენდა: daily glycolic cleanser
- ტონირება: antioxidant hydramist
- შრატი: powerbright dark spot serum
- დატენიანება და დაცვა (დილით): powerbright moisturizer
- ღამის კრემი: powerbright overnight cream
ძირითადი ინგრედიენტები
- ნიაცინამიდი: ათანაბრებს ფერს და ამცირებს არათანაბარ პიგმენტაციას.
- ყავისფერი წყალმცენარე: იცავს დაბინძურებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან.
- ჰიალურონის მჟავა: ინტენსიურად ატენიანებს და აძლიერებს ტენის ბარიერს.
- ასპურას ოლეოსომები: ატენიანებს და აძლიერებს დაცვის ეფექტს.
- ძირტკბილა და ბისაბოლოლი: ამშვიდებს კანს.
არ შეიცავს: ხელოვნური სურნელი და ხელოვნური საღებავები.
სრული შემადგენლობა
მზისგან დამცავი ფილტრების შემადგენლობა ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ზუსტი შემადგენლობა იხილეთ პროდუქტის შეფუთვაზე.
ინგრედიენტების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს. ზუსტი ჩამონათვალისთვის იხილეთ პროდუქტის შეფუთვა.
შეფუთვა და გარემო
- მასალები: ბოთლი და ტუმბო: შერეული მასალა. თავსახური: პოლიპროპილენი. კოლოფი: მუყაო.
- რა გადამუშავდება: კოლოფის ქაღალდი გადამუშავებადია და სერტიფიცირებული, პასუხისმგებლიანად მართული ტყეებიდანაა.
- როგორ გადაამუშავო: კოლოფი ქაღალდის გადამუშავების ურნაში მოათავსე.
ცალკე დამატენიანებელი მჭირდება?
არა. powerbright moisturizer დამატენიანებელიცაა და მზისგან დამცავიც.
რატომ არის მზისგან დაცვა ასეთი მნიშვნელოვანი ლაქებისთვის?
ულტრაიისფერი სხივები მელანინის გამომუშავებას ააქტიურებს, ამიტომ დაუცველ კანზე ლაქები ისევ მუქდება და ნებისმიერი გამაღიავებელი საშუალების შედეგი იკარგება.
მაკიაჟის ქვეშ შეიძლება?
კი. კრემი შეიწოვება და მაკიაჟისთვის კარგ საფუძველს ქმნის.
პლაჟზე საკმარისია?
ქალაქში ყოველდღიური გამოყენებისთვისაა. ცურვისა და სპორტისთვის აირჩიე წყალგამძლე protection 50 sport.
სხვა რომელ პროდუქტებთან ერთად გამოვიყენო?
დილით powerbright dark spot serum-ის შემდეგ, საღამოს კი powerbright overnight cream. ეს სამეული ლაქებზე ერთად მუშაობს.
შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…
powerbright dark spot peel
170,00 ₾
powerbright dark spot serum
230,00 ₾
powerbright overnight cream
220,00 ₾მსგავსი პროდუქტები
daily glycolic cleanser
100,00 ₾
dynamic skin recovery spf50 moisturizer
190,00 ₾
invisible physical defense mineral sunscreen spf30
110,00 ₾
multivitamin power recovery cream
220,00 ₾
phyto nature oxygen cream
290,00 ₾
skin smoothing cream moisturizer
45,00 ₾ – 120,00 ₾Price range: 45,00 ₾ through 120,00 ₾

მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.