expertise on the go set (4 პროდუქტი + კოსმეტიკის ჩანთა)
190,00 ₾
Dermalogica-ს ძლიერი რუტინა სამგზავრო ზომებში: ვიტამინი C, რეტინოლი და ჩანთა. გამწმენდი, ამქერცლავი ფხვნილი და ორი ბესტსელერი შრატი. იდეალურია მოგზაურობისთვის ან ამ პროდუქტების პირველად გასასინჯად.
ნაკრებში შედის:
- daily glycolic cleanser (30 მლ): გამანათებელი გამწმენდი
- daily microfoliant (13 გ): ყოველდღიური ამქერცლავი ფხვნილი
- biolumin-c serum (10 მლ): ვიტამინი C-ს შრატი
- dynamic skin retinol serum (10 მლ): რეტინოლის შრატი
- კოსმეტიკის ჩანთა
- 4 სამგზავრო ზომა სრული დილის და საღამოს რუტინა
- + ჩანთა კომპაქტური და მოსახერხებელი
- C + რეტინოლი დილით ნათება, საღამოს განახლება
არ არის მარაგში
გინდა სცადო Dermalogica-ს ყველაზე ძლიერი ფორმულები, სანამ სრულ ზომას შეიძენ? ან რუტინის გარეშე არ მოგზაურობ? ეს ნაკრები ორივე შემთხვევისთვისაა.
daily glycolic cleanser და daily microfoliant წმენდს და აპრიალებს, biolumin-c serum დილით ანათებს და ამკვრივებს, ხოლო dynamic skin retinol serum საღამოს აგლუვებს ნაოჭებს და ტექსტურას.
რატომ ეს ნაკრები
- სრული ანტიასაკობრივი რუტინა კომპაქტურ ჩანთაში
- იდეალურია ძლიერი შრატების პირველად გასასინჯად
- ბარგში ადვილად ეტევა
- ლამაზი საჩუქარი
ვისთვისაა
- მოსაწყენი ფერი
- არათანაბარი ტონი და ტექსტურა
- წვრილი ხაზები და ნაოჭები
კანის ტიპი: ყველა ტიპის კანი.
არ ხარ დარწმუნებული, რა სჭირდება შენს კანს? გაიარე Face Mapping კანის ანალიზი და კანის თერაპევტი შენზე მორგებულ რუტინას შეგირჩევს.
რუტინის თანმიმდევრობა
- დილით: daily glycolic cleanser, daily microfoliant, biolumin-c serum, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი.
- საღამოს: daily glycolic cleanser, dynamic skin retinol serum, დამატენიანებელი.
- პირველი კვირები: რეტინოლის შრატი დაიწყე ორ ღამეში ერთხელ.
მნიშვნელოვანია: რეტინოლისა და გლიკოლის მჟავის გამო დღისით აუცილებლად გამოიყენე მზისგან დამცავი. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში რეტინოლის გამოყენებამდე მიმართე ექიმს.
ძირითადი ინგრედიენტები
- გლიკოლის მჟავა (გამწმენდი): აშორებს კვდარ უჯრედებს და ანათებს.
- ბრინჯის ფერმენტები (microfoliant): ნაზად აპრიალებს.
- სტაბილური ვიტამინი C (biolumin-c serum): ანათებს და ამკვრივებს.
- 3.5%-იანი რეტინოიდების კომპლექსი (retinol serum): აგლუვებს ნაოჭებს და ტექსტურას.
სრული შემადგენლობა
თითოეული პროდუქტის სრული შემადგენლობა იხილე მის გვერდზე, ჩანართში "შემადგენლობა":
ინგრედიენტების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს. ზუსტი ჩამონათვალისთვის იხილეთ პროდუქტის შეფუთვა.
რამდენ ხანს ეყოფა?
სამგზავრო ზომები, საშუალოდ, 2 დან 4 კვირამდე ყოველდღიური გამოყენებისთვის.
რა დამატენიანებელი დავამატო?
ნორმალურ და მშრალ კანს skin smoothing cream, ცხიმიანს active moist. დილით კი მზისგან დამცავი, მაგალითად dynamic skin recovery.
ვიტამინი C და რეტინოლი ერთად შეიძლება?
კი, მაგრამ სხვადასხვა დროს: ვიტამინი C დილით, რეტინოლი საღამოს.
თვითმფრინავში შეიძლება ხელბარგით?
კი, ყველა პროდუქტი სამგზავრო ზომისაა.
სრული ზომა რომ მომეწონოს?
ყველა პროდუქტი სრული ზომით ჩვენს საიტზეა. ორივე შრატი ერთად, სრული ზომით, am radiance + pm renewal kit-შია.
შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…
მსგავსი პროდუქტები
biolumin-c vitamin c eye serum
170,00 ₾
biolumin-c vitamin c gel moisturizer
160,00 ₾
daily liquid peelfoliant
145,00 ₾
daily microfoliant exfoliator
smart response serum
330,00 ₾

მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.