ბლოგი, კანის მოვლა, შრატი

რომელი შრატი უნდა გამოვიყენო?

სილამაზის სამყაროში უამრავი შრატია… მათი მრავალფეროვანი სარგებელი კი, ხშირად, ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ამიტომ შევადგინე შენთვის ეს მარტივი და მკაფიო სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარება, სწორად შეარჩიო dermalogica-ს შრატი, ზუსტად შენი კანის საჭიროებებზე დაყრდნობით.

სიმკვრივე და ძალა

თუ გსურს, რომ კანი უფრო ძლიერი და მკვრივი იყოს, Dynamic Skin Strengthening Serum ზუსტად ის არის, რაც გჭირდება. ეს აღმდგენი და მრავალფუნქციური შრატი აძლიერებს ბარიერს, რათა კანი დაბერების პროცესს უფრო ძლიერად გაუმკლავდეს.• აძლიერებს კანს და ებრძვის დაბერების ნიშნებს
• კვებავს კანს და უბრუნებს ელასტიურობას
• აღადგენს ბარიერს და ზრდის კანის გამძლეობას

 

ღამის რეგენერაცია

biolumin-c night restore serum bottle BioLumin-C Night Restore ღამის შრატია C ვიტამინით, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აღადგენს კანის ტენიანობის ბარიერს, ხანგრძლივი ბზინვარებისა და დატენიანებისთვის.

• უზრუნველყოფს ხანგრძლივ ბზინვარებას და მყისიერ დატენიანებას
• აღადგენს კანის ტენიანობის ბარიერს
• ებრძვის დღის განმავლობაში დაგროვილ ზიანს

კოლაგენის შენარჩუნება

ოველდღიურად დაასტიმულირე, დაიცავი და შეინარჩუნე კანის ბუნებრივი კოლაგენი — კანის სამომავლო სიჯანსაღისა და სილამაზისთვის: Pro-Collagen Banking Serum ხელს უწყობს მოცულობითი, უფრო ბზინვარე კანის შენარჩუნებას და ატენიანებს, რათა დროთა განმავლობაში წვრილი ხაზების გაჩენა და ხილვადობა შემცირდეს.

• ხელს უწყობს კოლაგენის შენარჩუნებას
• ატენიანებს და ამკვრივებს კანს
• ამცირებს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების ხილვადობას

კანის დაბერების 4 ნიშნის შემცირება

Dynamic Skin Retinol Serum — მაღალი კონცენტრაციის, სწრაფად მოქმედი შრატია, მრავალი ფორმის რეტინოიდით და ბუსტერ ტექნოლოგიით, რომელიც უკვე 2 კვირაში შესამჩნევად ამცირებს კანის დაბერების 4-ვე ნიშანს: სიმშრალე, ჩამქრალი იერი, მოშვებული კანი და წვრილი ხაზები.

• ამცირებს ნაოჭების გაჩენას
• აუმჯობესებს ტექსტურას და ამცირებს ფორების ხილვადობას
• ანათებს კანს და ათანაბრებს ფერს

*კლინიკური შედეგები 30 მოხალისეზე: ნაოჭების, ფორების, პიგმენტური ლაქებისა და არათანაბარი ტექსტურის შესამჩნევი გაუმჯობესება 2 კვირაში.

 

კანის პერსონალიზებული მოვლა

თანამედროვე ეპოქაში, კანის მოვლა კიდევ უფრო ინტელექტუალური გახდა: Smart Response Serum ზუსტად იმ დროს, იმ ადგილას და იმ საჭიროებაზე რეაგირებს, რაც შენს კანს სჭირდება. ის ყოველ ჯერზე პერსონალიზებულ პასუხს უზრუნველყოფს — დროთა განმავლობაში გაუმჯობესებული და ჯანმრთელი იერის მქონე კანისთვის.

• კანს უნარჩუნებს ოპტიმალურ დატენიანებას
• ანათებს კანს და ამცირებს პიგმენტური ლაქების ხილვადობას
• ამშვიდებს და ამცირებს სიწითლეს
• ვიზუალურად ამცირებს წვრილ ხაზებისა და ნაოჭებს

ხანგრძლივი დატენიანება

დაიწყე კანის სრულფასოვანი დატენიანების ციკლი: Circular Hydration Serum მყისიერად ავსებს კანს ტენიანობით, რაც მას უფრო სავსეს ხდის და ხელს უშლის მომავალში ტენის აორთქლებასაც.

• მყისიერი დატენიანება გამომშრალი კანისთვის
• ხანგრძლივი დატენიანება მომავალში დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად
• შევსებული, მეტად დაბალანსებული კანი

ბუნებრივი სიმკვრივე

ჩემი მთავარი რჩევა ნაოჭებისთვის არის Phyto Nature Firming Serum, რომელიც ფაქტობრივად ორი-ერთში შრატია. ბიომიმეტური პეპტიდებისა და ძლიერი ბოტანიკური ინგრედიენტების წყალობით, აღვიძებს კანის ბუნებრივ, ახალგაზრდულ მდგომარეობას.• პირველივე გამოყენებაზე აორმაგებს კანის ბზინვარებას
• ამცირებს წვრილ ხაზებს პირველივე გამოყენების შემდეგ
• ამცირებს ხილულ ნაოჭებს 4 კვირაში


ნათელი და ბზინვარე კანი

ს ნამდვილად BioLumin-C Serum-ია! ეს გამაღიავებელი შრატი C ვიტამინით, მისი კონკურენტების ეფექტს ნადვილად აჭარბებს, რადგან კანს სამჯერ მეტ C ვიტამინს აწვდის.

• ქერცლავს და ამცირებს პიგმენტურ ლაქებს
• ამცირებს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების ხილვადობას
• იცავს თავისუფალი რადიკალებისგან და კურნავს მათ საზიანო ზემოქმედებას

მუქი ლაქების შემცირება

ჰიპერპიგმენტაციისთვის გირჩევ გამოიყენეო PowerBright Dark Spot Serum — მძლავრი მოქმედების შრატი, რომელიც მუქი პიგმენტური ლაქების შესამჩნევ შემცირებას პირველივე დღეებში იწყებს.

• ამცირებს მუქ პიგმენტურ ლაქებს უკვე რამდენიმე დღეში
• ხელს უშლის ახალი ლაქების წარმოქმნას
• ზრდის კანის კაშკაშეს და ბზინვარებას

მგრძნობიარე კანის დამშვიდება

საუკეთესო არჩევანი მგრძნობიარე კანისთვის არის UltraCalming Serum Concentrate — გელი ინტენსიური კონცენტრაციით, რომელიც სავსეა კანის დამამშვიდებელი ინგრედიენტებით და იდეალურია გაღიზიანების შესამსუბუქებლად.

• ამშვიდებს კანს და ამცირებს სიწითლეს, ქავილსა და გაღიზიანებას
• აღადგენს სენსიტიურ კანს — შესანიშნავია პროცედურების შემდეგ გაღიზიანებული კანისთვის
• შეიცავს ექსკლუზიურ UltraCalming კომპლექსს

 

მაინც, რა არის შრატი?

კანის მოვლის შრატები მძლავრი, მიზანმიმრათული მოქმედების პროდუქტებია, რომლებიც მიზნად კონკრეტული პრობლემების მოგვარებას ისახავს. ისინი, როგორც წესი, გაწმენდის და/ან ექსფოლიაციის შემდეგ გამოიყენება, ოღონდ სახის ზეთამდე დამატენიანებლამდე — საუკეთესო შედეგისთვის, ეს იდეალური მიმდევრობაა.

სახის ზეთები და დამატენიანებლები კანის ზედაპირზე დამცავ ბარიერს ქმნიან, რაც ხელს უშლის მათ შემდგომ გამოყენებული შრატების შეწოვას — სწორედ ამიტომ უნდა გამოვიყენოთ შრატი ზეთისა და დამატენიანებლის გამოყენებამდე.

შეგიძლია, მხოლოდ ერთი შრატი გამოიყენო ან რამდენიმე შრატი ერთმანეთს მიაყოლო, რომ სხვადასხვა პრობლემა ერთდროულად მოაგვარო.

რა თანმიმდევრობით უნდა გამოვიყენო შრატები?

შრატები ტექსტურის სიმსუბუქის მიხედვით უნდა წაისვა — ჯერ მსუბუქი, შემდეგ კი, შედარებით უფრო მკვრივი.

თუ არ ხარ დარწმუნებული, შესაძლებელია თუ არა შენი შრატების ერთდროულად გამოყენება, მიმართე Dermalogica-ს კანის თერაპევტს.

თუ გინდა გაიგო, კანის მოვლის რომელი პროდუქტი შეეფერება ზუსტად შენს კანს, ესტუმრე Dermalogica-ს სპეციალისტს თბილისსა და ბათუმში და ააწყვე სრულად პერსონალიზებული, შენს კანზე მორგებული რუტინა.