blackhead, skincare, ბლოგი, დასაბანი საშუალება, ექსფოლიანტი, კანის მოვლა

როგორ წარმოიქმნება შავი წერტილები და როგორ მოვიშოროთ ისინი?

გაიგე, როგორ ჩნდება შავი წერტილები და რომელი პროდუქტებით შეგიძლია მათ დაემშვიდობო.

რა არის შავი წერტილი?

შავი წერტილები მაშინ ჩნდება, როცა ფორები მკვდარი უჯრედებით, ცხიმით და ბაქტერიებით ივსება. ამ პროცესის შედეგად არაანთებადი აკნე ვითარდება და ჰაერთან შეხებისას მისი ზედაპირი შავდება (ანუ იჟანგება). სწორედ ამიტომ, შავი წერტილები მუქად და გაბერილად გამოიყურება.

ვის შეიძლება განუვითარდეს შავი წერტილები?

შავი წერტილები ყველას შეიძლება გაუჩნდეს, რადგან ისინი ნებისმიერი ტიპის კანზე წარმოიქმნება. თუმცა, განსაკუთრებით ხშირია ცხიმიან, აკნესკენ მიდრეკილ და მგრძნობიარე კანზე — რადგან ასეთ შემთხვევაში კანი ან ზედმეტად ბევრ ცხიმს გამოიმუშავებს, ან ძალიან რეაქტიულია. ყველაზე ხშირად, შავი წერტილები ცხვირისა და ნიკაპის არეში ჩნდება, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლები ყველაზე აქტიურია.

უკვე მაქვს შავი წერტილები — რა ვქნა?

პირველი ნაბიჯი იმ დაგროვილი ჭუჭყის მოცილებაა, რამაც შავი წერტილი წარმოშვა.

ორმაგი წმენდა — ზედაპირული ჭუჭყისა და ცხიმის მოსაშორებლად.

ექსფოლიაცია — ღრმა წმენდისთვის. ჩვენი ცნობილი ექსფოლიანტები ბეტა-ჰიდროქსი და გლიკოლის მჟავებს შეიცავს, რომლებიც ღრმად აღწევენ კანის შრეებში და შიგნიდან აფერხებენ შავი წერტილების წარმოქმნას.

როგორ ავიცილოთ თავიდან ახალი შავი წერტილების გაჩენა?

გაწმენდის შემდეგ აუცილებელია კანის გაძლიერებაც. გამოიყენე ყოველდღიური ანტიბაქტერიული შრატი ან ბუსტერი, მაგალითად breakout clearing booster, რომელიც აქრობს გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს მანამ, სანამ ისინი შავ წერტილებად გადაიქცევიან.

შავი წერტილების საწინააღმდეგო ძირითადი ინგრედიენტებია:

სალიცილის მჟავა
აზელაინის მჟავა
თიმოლი + ტერპინეოლი
ბენზოილ პეროქსიდი

დამატენიანებელი — ცხიმიანი კანისთვისაც კი

ხშირად ფიქრობენ, რომ ცხიმიან კანს დამატენიანებელი არ სჭირდება. სინამდვილეში, ეს მითი კიდევ უფრო აძლიერებს პრობლემას: თუ კანი ვერ იღებს წყლით დატენიანებას, ის მეტი ცხიმის გამომუშავებას იწყებს, რის შედეგადაც შავი წერტილების გაჩენის რისკიც იზრდება.

აირჩიე ისეთი დამატენიანებელი, რომლის ტექსტურა და შეგრძენებაც კომფორტულია შენთვის და გამოიყენე როგორც დილით, ისე საღამოს.