
5 რამ, რაც SPF-ის შესახებ უნდა იცოდე

გაეცანი საინტერესო ფაქტებს მზის ზიანისა და კანის მოვლის რუტინაში SPF-ის მნიშვნელობის შესახებ.
გაიგე, როგორ შეარჩიო იდეალური SPF შენი კანის ტიპისა და ცხოვრების სტილისთვის, რათა ნებისმიერ დროსა და სეზონზე დაცული იყო მზის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.
ძირითადი მიგნებები:
- ყველა მზისგან დამცავი ერთნაირი არ არის. შენთვის საუკეთესო ფორმულის საპოვნელად, ყურადღება ეტიკეტებს მიაქციე.
- შენი კანი ყოველდღიურად ექცევა UV (ულტრაიისფერი) სხივების ზემოქმედების ქვეშ — სახლში თუ გარეთ. მზისგან დამცავის საკმარისი რაოდენობით ყოველდღიურად გამოყენება იცავს კანს ნაადრევი დაბერების ნიშნებისა და კანის კიბოსგან.
ჯანმრთელი, გლუვი და თანაბარი ტონალობის კანი — ის არის, რასაც ოქროსფერი რუჯისა და მზეზე გატარებული ზედმეტი დროის დათმობით ვიღებთ. გასაოცარია, მაგრამ ბევრი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ თავს იცავს, სინამდვილეში მოძველებულ და არასწორ ინფორმაციას მიჰყვება, რაც გრძელ ვადაში კანის ჯანმრთელობას აზიანებს.
მოდი, გავეცნოთ ფაქტებს, რაც აუცილებლად უნდა იცოდე მზისგან დაცვის შესახებ.
1. ყველა დამცავი არ იცავს UVA (დაბერება) და UVB (დაწვა) სხივებისგან
ნებისმიერი SPF პროდუქტის წასმა ვერ უზრუნველყოფს დაცვას ორივე ტიპის მავნე UV სხივისგან. ყურადღებით წაიკითხე ეტიკეტები და ინგრედიენტები, იქნება ეს ქიმიური თუ ფიზიკური დამცავი.
SPF (Sun Protection Factor) ნიშნავს, რამდენი დრო სჭირდება UVB სხივებისგან კანის გაწითლებას. მაგალითად, SPF 15 ნიშნავს, რომ დაწვის პროცესი 15-ჯერ უფრო გვიან მოხდება. UVA სხივები (იგივე სხივი, რაც სოლარიუმებშია) უფრო ღრმად აღწევს კანში, აჩქარებს დაბერების ნიშნებს და ზრდის კანის კიბოს რისკს.
ფართო სპექტრის SPF-ები შეიცავს ინგრედიენტების კომბინაციას, რომელიც იცავს ორივე ტიპის სხივისგან. ქიმიური მზისგან დამცავები, როგორიცაა ავობენზონი (Avobenzone), შთანთქავს UV სხივებს, მაშინ როდესაც ფიზიკური მზისგან დამცავები (ტიტანის დიოქსიდი, თუთიის ოქსიდი) აირეკლავს ან ფანტავს სხივებს.
2. ქიმიური თუ ფიზიკური დამცავი? ეს მხოლოდ პირადი არჩევანია?
ქიმიური დამცავები შეიწოვება კანში და როგორც წესი, უფრო პოპულარულია, რადგან მსუბუქად შეიგრძნობა, ნაკლებად შესამჩნევია და წყლისა თუ ოფლის მიმართ უფრო მდგრადია. აქტიური ინგრედიენტებია: ავობენზონი (Avobenzone) და ჰელიოპლექსი (Helioplex).
მაგალითად, BioLumin-C Heat Aging Protector SPF50 ყოველდღიური დამატენიანებელია, რომელიც UVA/UVB სხივებისგან გამოწვეული დაბერების ნიშნებისგან იცავს კანს. იგი შეიცავს ულტრა-სტაბილურ C ვიტამინს და ThermaRadiance კომპლექსს, ამასთანავე, იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან.
ასევე გაეცანი Prisma Protect SPF 30-ს — მსუბუქ და მრავალფუნქციურ დამატენიანებელს, რომელიც უზრუნველყოფს ფართო სპექტრის დაცვას და ხელს უშლის კანის დაზიანების ნიშნების გაჩენას.
ფიზიკური, ანუ მინერალური მზისგან დამცავები კანის ზედაპირზე რჩება. შეიძლება შეიგრძნობოდეს უფრო მძიმედ და გამოიყურებოდეს მეტად შესამჩნევად, თუმცა მათ დამატებითი ფარის ეფექტი აქვთ. პროდუქტების ეტიკეტებზე შეგიძლიათ იპოვნოთ ფიზიკურად დამცავი ინგრედიენტები, როგორიცაა თუთიის ოქსიდი (Zinc Oxide) და ტიტანის დიოქსიდი (Titanium Dioxide).
მაგალითად, Porescreen SPF 40 — მრავალფუნქციური, მზისგან ფიზიკურად დამცავი კრემია SPF 40-ით, რომელიც ამცირებს ფორების ხილვადობას, ქმნის Blur ეფექტს პრაიმერის მსგავსად და მსუბუქი შეფერილობით აჯანსაღებს კანის ტონს.
3. უკვე მიღებული „საბაზისო რუჯი“ არ გიცავს მზისგან
„უსაფრთხო რუჯი“ არ არსებობს. რუჯი თავისთავად კანის რეაქციაა UV ზიანზე. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაზე პასუხად კანი გამოყოფს მეტ მელანინს (პიგმენტს) და შესაბამისად, კანის ფერი მუქდება. „საბაზისო რუჯის“ მიღებას არანაირი სარგებელი არ აქვს მზისგან დაცვის თვალსაზრისით.
4. მზისგან დამცავი მხოლოდ ზაფხულისთვის არ არის
მზისგან დაზიანებისა და თერმული დაბერების პროცესი მხოლოდ ზაფხულში ან სანაპიროზე არ ხდება. UV სხივები და ფოტოდაზიანება ღრუბლიან დღეებშიც მოქმედებს, მინის მიღმაც და თუნდაც, ხელოვნური განათების ქვეშ.
SPF-ის ყოველდღიური გამოყენება აუცილებელია მთელი წლის განმავლობაში, რათა ნაადრევი დაბერება და კანის დაზიანება თავიდან ავიცილოთ. სწორად გამოყენებულ მზისგან დამცავს შეუძლია, ფოტოდაზიანება დაახლოებით 90%-ით შეამციროს.
მნიშვნელოვანია, რომ მზისგან დამცავი მხოლოდ დაცვის ფუნქციით არ იყოს შერჩეული. Dermalogica-ს თითოეული პროდუქტი დამატებით სარგებელს გთავაზობს. სწორი ფორმულის შერჩევა შენი კანის ტიპისა და რუტინის მიხედვით, მთლიანად ცვლის კანის მოვლის ხარისხს.
აირჩიე მრავალფუნქციური პროდუქტები, როგორიცაა – BioLumin-C Heat Aging Protector SPF 50 – C ვიტამინით გამდიდრებული ყოველდღიური დამატენიანებელი, ან Dynamic Skin Recovery SPF 50 – 3-1-ში დამატენიანებელი, რომელიც იცავს, ატენიანებს და კანის გაახალგაზრდავების ეფექტსაც უზრუნველყოფს.
5. დიდი შანსია, რომ მზისგან დამცავს არასაკმარისად იყენებ
დამატენიანებელი საცხები და კრემები უკეთეს დაცვას იძლევა, ვიდრე დამცავი სპრეის ფორმით. ამერიკის დერმატოლოგიური აკადემია გვირჩევს, გამოვიყენოთ SPF 30 დამცავი „ლიბერალური“ რაოდენობით — სხეულისთვის დაახლოებით 1 პატარა ჭიქის ოდენობა. სახისთვის კი, ამ მოცულობის დაახლოებით 1/4.
დამცავი უნდა განვაახლოთ ყოველ 2 საათში ან ყოველთვის, როდესაც ვოფლიანდებით ან ვცურავთ.
შეარჩე და იპოვნე შენთვის შესაფერისი მზისგან დამცავი ამ ბმულზე.
თუ ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული, რომელი SPF გჭირდება, დაუკავშირდი ჩვენს დერმატოლოგებს და შეარჩიე იდეალური პროდუქტი მათთან ერთად.